„ტელევიზიასთან საუბრობენ, ძალიან მწვავე კითხვები გვაქვსო, ერთი ამბავი იქნებაო, და მერე დარბაზშიც ვერ შემოვიდნენ,“ – ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში დასკვნით სიტყვაში ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომელთაც, მისი თქმით, ტელევიზიით კითხვების დასმა დააანონსეს და შემდეგ დარბაზშიც არ შემოსულან.
„დარბაზიდან გაქცეულებს: ისინი ყოველთვის ასე აკეთებენ. ნებისმიერ მოხსენებაზე დააყენებენ კორიანტელს, კითხვებს დასვამენ და შემდეგ გარბიან, თუმცა, დღეს სხვა რამეც ვიხილეთ – უკვე ტელევიზიასთან საუბრობენ, ძალიან მწვავე კითხვები გვაქვსო, ერთი ამბავი იქნებაო, და მერე დარბაზშიც ვერ შემოვიდნენ. ესეც ვიხილეთ.
რას ვიზამთ, ამით ეს ადამიანები აჩვენებენ მხოლოდ და მხოლოდ თავიანთ სახეს და არჩევანს გააკეთებს საქართველოს მოსახლეობა. ამიტომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მათი პრობლემაა,“ – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
ასევე იხილეთ:
იუსტიციის მინისტრი: „ქვეყნის პასპორტები საზღვარზე არა ჰოლოგრამებით, არამედ ჩიპით შემოწმდება“