LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტელეკომპანია „კავკასიას“ ყადაღა უახლოეს მომავალში მოეხსნება

112

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, ტელეკომპანია “კავკასიას” გრაფიკი გაუფორმა, შესაბამისად მას მალე ყადაღა მოეხნება. ამის შესახებ ინფორმაციას თავად არხის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნინო ჯანგირაშვილი ავრცელებს.

მანამდე, ჯანგირაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ შემოსავლების სამსახურმა ტელეკომპანია „კავკასია“ დააყადაღა, დავალიანება კი 8 500 ლარს შეადგენს.

შემოსავლების სამსახურში კი განმარტეს, რომ ტელეკომპანია კავკასიას დავალიანების დაგვიანების გამო ყადაღა ავტომატურად დაადო.