ჟურნალისტი ელისო კილაძე “რუსთავი 2”-ის მიმართ არსებული პროცესების „დირიჟორად“ ბიძინა ივანიშვილს ასახელებს. მისი თქმით, დიდი პალატა ივანიშვილის სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანს.
ამის შესახებ ელისო კილაძემ გადაცემა “არჩევანში” ისაუბრა.
მისივე თქმით, დიდი გადაადგილებები ქართულ მედიასივრცეში ახალ წლამდე მოხდება. კილაძის ინფორმაციით, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ხელმძღვანელის თანამდებობას ვასილ მაღლაფერიძე ჩაიბარებს, რომელიც ახლა ტელეკომპანია GDS-ს ხელმძღვანელობს. თავად GDS კი მალე დაიხურება, რადგან “მისი შენახვა ივანიშვილს ძვირი უჯდება და მან არც საარჩევნოდ დადო სასურველი რეიტინგი”.
ელისო კილაძის მტკიცებით, ცვლილებები იგეგმება “მაესტროზე”, საიდანაც რამდენიმე წამყვანი სახე “ტელე-იმედზე” გადავა. ასევე დაიხურება რამდენიმე საინფორმაციო სააგენტო, რომელიც ელისო კილაძის მტკიცებით, წინასაარჩევნოდ შეიქმნა და სუს-ის მიერ კონტროლდებოდა.