როგორც უცხოური ტაბლოიდები წერენ, 2016 წლის გრან-პრი ტელეკომპანია BBC-ს პირდაპირ ეთერში აღარ გავა. ამის შესახებ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ პრესას დღეს განუცხადა.
ამიერიდან 3 წლის განმავლობაში ”ფორმულა 1”-ი Channel 4-ის პირდაპირ ეთერში გადაინაცვლებს. რისი მიზეზიც, ბრიტანული ტელეკომპანიის BBC-ს ფინანსური პრობლემები გახდა.
”ჩვენს კომპანიას სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, რის გამოც, ჩვენ გვიწევს მკაცრი არჩევანი გავაკეთოთ. ჩვენ მოგვიწია შეგვემცირებინა ყოველთვიური გასავალი, რათა შეგვენარჩუნებინა 150 მილიონი ფუნტი, რითაც თავიდან ავიცილეთ თანამშრომლების შემცირება. სწორედ ამის გამო გავწყვიტეთ კონტრაქტი ”ფორმულა 1”-თან, რის გამოც ბოდიშს ვუხდით მაყურებლებს.” – ნათქვამია ტელეკომპანია BBC-ს ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლიდან 3 წლის განმავლობაში, ”ფორმულა 1”-ის პირდაპირი ეთერით ტრანსლირებას, ბრიტანული ტელეკომპანია Channel 4 გადაიბარებს.