LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Telegram-ს ტერორისტული აქტების განსახორციელებლად იყენებდნენ – “როსკომნადზორის“ ხელმძღვანელი:

105

ყველა ტერორისტული აქტი, რომელიც ბოლო დროს რუსეთში მოხდა, მესენჯერ Telegram-ის საშუალებით კოორდინირდებოდა. ამის შესახებ „როსკომნადზორის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ალექსანდრ ჟაროვმის განმარტებით, ტერორისტული მიზნებისთვის Telegram-ის გამოყენების შესახებ უტყუარი მტკიცებულებები არსებობს. მისი თქმით, ძალოვანმა უწყებებმა ეჭვი გამოთქვეს, რომ რადიო Zello-ც მსგავს ქმედებებში იყო ჩართული. ამ მიზეზით Zello რუსეთის ტერიტორიაზე ამ დროისთვის დაბლოკილია.

აპლიკაციის რუსეთში დაბლოკვის გადაწყვეტილება მოსკოვის სასამართლომ 13 აპრილს მიიღო.

ბოლო პერიოდში Telegram-ის აქტიური მომხმარებლების რიცხვმა 200 მილიონს გადააჭარბა.

Telegram-ი ე.წ. კროსპლატფორმული მესენჯერია, რომლითაც მომხმარებლები შეტყობინებებს და სხვადასხვა ფორმატის მედიაფაილებს ცვლიან. მისი მთავარი დამფინანსებელი პაველ დუროვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები