LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ტელეგრაფმა” 10 ყველაზე რომანტიკული სიმღერა გამოავლინა

474

გამოცემა „ტელეგრაფი“ ვალენტინობის დღისთვის ყველაზე რომანტიკული სიმღერების რეიტინგს აქვეყნებს. ესა არის სიმღერები, რომლებმაც სხვადასხვა დროს უდიდესი წარმატება მოუტანა შემქმნელებს და მსმენელის დიდი სიყვარულიც მოიპოვა.

ჩამონათვალში პირველ ადგილზეა The Righteous Brothers-ის ლეგენდარული ჰიტი Unchained Melody, რომელიც 90-იანი წლების ყველაზე რომანტიკული ფილმის, „მოჩვენების“ საუნდტრეკია. სიმღერა 1955 წელს ალექს ნორტმა დაწერა და ის „ოსკარის“ რიგით 28-ე ცერემონიაზე გარი ბელაფონტემ შეასრულა.

ჯეიმს ბლანტის რომანტიკული სიმღერა You’re Beautiful შესულია მუსიკოსის სადებიუტო ალბომში  Back to Bedlam და ის 2007 წელს „გრემის“ 3 ნომინაზე იყო წარდგენილი.

ბალადა More Than Words 1990 წელს ამერიკული როკ-ბენდმა  Extreme-მა გამოუშვა. სიმღერა დიდი ხნის მანძილზე ინარჩუნებდა ლიდერობას „ბილბორდის“  ჩარტებში.

სიმღერა Let’s Stay Together ცნობილი მუსიკოსის Al Green-ის ამავე სახელწოდების 1972 წელს გამოშვებულ ალბომშია შესული. სხვადასხვა დროს ის ისეთმა მუსიკოსებმა გადაამღერეს, როგორებიც არიან ელ ჯერო, ტინა ტერნერი, რობერტა ფლეკი და სხვები. სიღერა ასევე ჟღერს ქუენტინ ტარანტინოს ლეგენდარულ ფილმში „კრიმინალური საკითხავი“.

ამერიკული როკ-ჯგუფის  Aerosmith-ის ლეგენდარული სიმღერა I Don’t Want to Miss a Thing 1998 წელს გადაღებული ფილმის, „არმაგედონის“ საუნდტრეკია. დაიან ვორენის ეს ულამაზესი ბალადა „ოკარზეც“ იყო წარდგენილი საუკეთესო საუნდტრეკის კატეგორიაში.

სიმღერამ When You Say Nothing at All უდიდესი გარდატეხა მოახდინა რონან კითინგის კარიერაში. ჰიტი 1999 წელს გადაღებული ფილმის „ნოთინგ ჰილის“  საუნდტრეკია, სადაც მთავარ როლებს ჯულია რობერთსი და ჰიუ გრანტი ასრულებენ.

კანადელი მუსიკოსის, ბრაიან ადამსის მიერ შესრულებული ჰიტი (Everything I Do) I Do It for You 1991 წელს გადაღებულ ფილმ „რობინ ჰუდში“ ჟღერს. სიმღერამ „გრემი“ მოიპოვა სპეციალურად ფილმისთვის დაწერილი სიმღერის კატეგორიაში. ასევე იყო ნომინირებული „ოსკარზე“, თუმცა გამარჯვება სხვა ცნობილ ჰიტს, Beauty and the Beast-ს ხვდა წილად.

ავსტრალიური პოპ-ბენდი Savage Garden ბევრი მელოდიით გვახსოვს, თუმცა ყველაზე რომანტიკულ სიმღერათა შორის უდაოდ ლიდერობს Truly Madly Deeply. სიმღერა 1997 წელს დარენ ჰეისმა და დენიელ ჯონსმა დაწერეს. ჰიტმა ავსტრალიის ჩარტებში ყველა რეკოდრი მოხსნა და ARIA Music Awardის დაჯილდოებაზე წლის სიმღერის სტატუსიც მიიღო.

სიმღერა Love Is All Around 60-იან წლებში დაიწერა, თუმცა ყველაზე პოპულარული ვერსია ეკუთვნის შოტლანდიურ ჯგუფს Wet Wet Wet. ჰიტი ახლებურად სპეციალურად ჩაიწერა ფილმისთვის „ოთხი ქორწილი და ერთი დაკრძალვა“.

სიმღერა I’m Yours შესულია ჯეისონ მრაზის 2008 წელს გამოშვებულ ალბომში We Sing, We Dance, We Steal Things და ის „გრემის“ ორ ნომინაციაში იყო წარდგენილი.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები