LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტელეფონი, რომელიც ოთხად იკეცება და ჯიბეში მარტივად თავსდება – მალე ბაზარზე იქნება

1280
830x-1

ტელეფონი, რომელსაც ოთხად მოკეცავთ და ჯიბეში მარტივად ჩაიდებთ – ეს ახალი სმარტფონია და მასზე სამხრეთ კორეული გიგანტი კომპანია Samsung მუშაობს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ახალი სმარტფონი გაყიდვაში მომავალი წლიდან ჩაეშვება.

აღსანიშნავია, რომ Samsung-ს 6.7-ინჩიან ტელეფონზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. კომპანიამ გადაწყვიტა, გააუმჯობესოს მის მიერვე გასულ წელს გამოშვებული Galaxy Fold, რომელიც მხოლოდ ორ ნაწილად იკეცება. ახალი ტელეფონი Galaxy Fold-თან შედარებით ბევრად უფრო თხელი იქნება და ჯიბეში მარტივად მოთავსდება. ამით კი მომხმარებლის მუდმივი პრობლემა გადაიჭრება – მოგეხსენებათ, გიგანტური ზომის სმარტფონების ჯიბეში ჩადება, ფაქტობრივად, შეუძლებელია და ეს თითოეული ჩვენგანისთის დისკომფორტს წარმოადგენს.

როგორც Bloomberg იუწყება, ახალი ტელეფონის დიზაინზე Samsung ამერიკელ დიზაინერთან, ტომ ბრაუნთან თანამშრომლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები