ტელეეკრანებზე „მანქანები 3“-ის სრული თრეილერი გამოჩნდა. სტუდია „პიქსარის“ პოპულარული ანიმაციური ფილმის პრემიერა 16 ივნისისთვისაა დაგეგმილი. მულტფილმის მთავარი პერსონაჟი კვლავ „ელვა“ მაქქუინია, მისი კონკურენტი კი ახალ ნაწილში ავტომობილი – ჯექსონ შტორმი გახდება.
აღსანიშნავია, რომ ფილმში კიდევ ერთი ახალი პერსონაჟი ესპანური მანქანა – კრუზ რამირესიც გამოჩნდება და მაკკუინს რბოლისთვის სწორედ ის მოამზადებს. თრეილერში მოხვდა ასევე ერთი სცენა, რომელშიც ყველასათვის საყვარელი „ელვა“ ავარიაში ხვდება. ამ კადრმა სოც-ქსელების მომხმარებელთა კრიტიკა დაიმსახურა, რადგან ეს სცენა პატარების ფსიქიკაზე ძალიან უარყოფითად მოქმედებს.
შეგახსენებთ, რომ „მანქანების“ პირველი ნაწილი ტელეეკრანებზე 2006 წელს გამოჩნდა და მისი შემოსავალი 461,9 მილიონი დოლარი იყო.