ტელეკომპანია „იმედის“ მთავარი საკვირაო გადაცემის წამყვანს, ჟურნალისტ ირაკლი ჩიხლაძეს, ძალიან უყვარს ცხოველები. მის სახლში რამდენიმე ძაღლი ცხოვრობს.
მისი მეგობარი და კოლეგა, ჟურნალისტი მაკა ცინცაძე აქვეყნებს საყვარელ ძაღლთან ერთად გადაღებულ ფოტოს და წერს:
„გაიცანით, ეს თეთრი გუნდა აკიკია, ის ყველაზე მოუსვენარი, ცელქი, ლამაზი, თბილი, მხიარული და კეთილი ბიჭია ვისაც ვიცნობ. აკიკი ავტობანზე გორთან იპოვეს – თითქმის მკვდარი, ბოლომდე გამეტებული, ნაწამები, დამდუღრული, დამწვარი, მრავლობითი მოტეხილობით. წამოიყვანეს, უმკურნალეს და ირაკლისთან დააბინავეს, რომელმაც მგონი, ყველა მეგობარზე მეტად შეიყვარა. მოკლედ, ამჟამად დედამიწაზე, ძაღლების სამოთხეშია – ირაკლისთან ცხოვრობს ყველას ძალიან, ძალიან გვიყვარს და რაც მთავარია, ლაღი და ბედნიერია“.