„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერი უმრავლესობის ინიციატივას, პრეზიდენტთან სატელევიზიო დებატების შეთავაზებაზე, იაფფასიან პოლიტიკურ პიარს უწოდებს. თუმცა, ამბობს, რომ დებატების გამართვის შემთხვევაში, მასში მონაწილეობას მიიღებენ.
„დებატის წინააღმდეგები არ ვართ, მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ ეს გუშინდელ ვითომ „პრინციპულობას“ ვერ გაამართლებს. მათ შეეძლოთ საღი აზრის ფარგლებში ცვლილებები მიეღოთ და დაეთმოთ პრეზიდენტისთვის, მაგრამ გამოიჩინეს რაღაც პოლიტიკური ღირსება, რაც სხვა დროს ავიწყდებათ ხოლმე. პრინციპულობაა საჭირო, როცა მინისტრები რეგლამენტს არღვევენ და პარლამენტს შეურაცხყოფას აყენებენ. ამას უმრავლესობაში ითმენენ და სრულ უთავმოყვარეობას ავლენენ,” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სატელევიზიო დებატები შესთავაზა. განცხადება ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.