თელავში ყოფილი პარლამენტარი ნოდარ მოდებაძე სანადირო თოფით მოკლეს.
მედიაში გავრცელებული ცნობით, მიზეზი თანასოფლელთან დაპირისპირება გახდა.
ნოდარ მოდებაძე პარლამენტის წევრი 1999-2004 წლებში იყო. ის საარჩევნო ბლოკ “საქართველოს აღორძინებას” წარმოადგენდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.