თელავში, ვარდისუბნის წრიულ მოძრაობასთან, „თეგეტას“ განახლებული სერვის ცენტრი გაიხსნება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, აქ მომხმარებელს დახვდება უმაღლესი ხარისხის მომსახურება, მსოფლიოს წამყვანი ბრენდების პროდუქცია, მაღალკვალიფიციური კადრები და კომფორტული გარემო.
”თეგეტა მოტორსის” ინფორმაციით, სერვის ცენტრის განახლების პროექტში 200 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა და 30-მდე ადგილობრივი დასაქმდა, რომლებმაც პროფესიული გადამზადება გაიარეს თეგეტა აკადემიაში. სერვის ცენტრი აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და შეუძლია დღის განმავლობაში 40-მდე ავტომობილს მოემსახუროს.
თელავის განახლებულ ფილიალში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს შემდეგი სახის სერვისებით: ვულკანიზაცია, სავალი ნაწილის შეკეთება, ელ. სისტემის დიაგნოსტირება და შეკეთება, ძრავის დიაგნოსტირება და შეკეთება, ზეთის შეცვლა ძრავსა და გადაცემათა კოლოფში და სხვა.
„თეგეტას“ ცენტრებში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიცაა: Bridgestone, Michelin, Varta, Exide, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა.