LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავში მუსიკის მე-10 საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა

111
musicfestivaltelavi-fortuna

დასკვნით კონცერტზე გამოჩენილ სოლისტებთან, პიანისტ ელისო ვირსალაძესთან და ჩელისტ ალექსანდრ ბუზლოვთან ერთად დაუკრა საფესტივალო ორკესტრმა დირიჟორ არიელ ცუკერმანის ხელმძღვანელობით. საღამოზე შესრულდა ჩაიკოვსკის, შოსტაკოვიჩის და შუმანის ნაწარმოებები.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა 7 კონცერტი, 10 ზე მეტი მასტერკლასი და ახალი პროექტი “საუბრები მუსიკაზე”.

ფესტივალი წელს 21-29 სექტემბერს გაიმართა.

მსმენელის წინაშე წარდგნენ გამოჩენილი პიანისტი ელისო ვირსალაძე, ასევე საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები ჯან ჩაკმური და ნიკოლოზ ნამორაძე, ცნობილი მევიოლინეები კოლია ბლახერი და ფუმიაკი მიურა, ვიოლონჩელისტთა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვიოლონჩელისტი ალექსანდრ ბუზლოვი, დავიდ ოისტრახის სიმებიანი კვარტეტი და გორის ქალთა კამერული გუნდი.

საფესტივალო ორკესტრის შემადგენლობაში თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრის მუსიკოსები და უცხოეთიდან მოწვეული მუსიკოსები შედიოდნენ.

მუსიკის ფესტივალი თელავში კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები