თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში მეორე დღეა, 80 წლის ალექსი ოხანაშვილს ეძებენ. ადგილობრივი მოსახლეობის განმარტებით, ოხანაშვილი თანასოფლელებთან ერთად საქონელს მწყემსავდა. მისი კვალი მდინარე ალაზნის სანაპიროსთან იკარგება.
ადგილზე მობილიზებული არიან კახეთის მეხანძრე-მაშველები და თბილისის სწრაფი რეაგირების ბაზის მყვინთავები სპეციალური ტექნიკით.
ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, ხანშიშესული მამაკაცი მდინარეში შევიდა, რასაც მოწმობს ნაპირზე დატოვებული მისი ტანსაცმელი.
80 წლის ოხანაშვილის დაკარგვასთან დაკავშირებით ამ დროისათვის სხვა დეტალები უცნობია.