LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავში, გომბორისკენ მიმავალ გზაზე ავარიისას სამი ადამიანი დაშავდა

148

თელავში, გომბორისკენ მიმავალ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ერთმანეთს „ნისანისა“ და „ოპელის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

დაშავებული სამი მგზავრი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

გავრცელებული ცნობებით, ერთ-ერთი დაშავებული ლაგოდეხის მერის მოადგილე ალექსი ჭანკოტაძეა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

მიმდინარეობს გამოძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები