თელავში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ შეშის ღუმელი გახდა.
არსებული ინფორმაციით, მეპატრონემ სახლის დატოვება დროულად შეძლო.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მუშაობდნენ. როგორც „ფორტუნას“ უწყებაში განუცხადეს ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.