“თელავში, ერთ-ერთ კომპანიასთან, გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია,” – ამის შესახებ სამაშველო სამსახურში “ფორტუნას” განუცხადეს.
უწყების ცნობით, ცეცხლი ბალახს გაუჩნდა. ცეცხლმა შეტრუსა ვენახის პირველი რიგი. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 4 სამაშველო-სახანძრო მანქანა.
დამწვარია 1 ჰექტარი ფართობი.