26 იანვარს, თელავის მუსიკალური სასწავლებლის წინ ფოლკლორული ანსამბლი ,,წინანდალი“ – ს სახელობის ვარსკვლავი გიხსნა. მანამდე კი 35 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრში გაიმართა.
ანსამბლი ,,წინანდალი“ ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს წევრად აირჩიეს. შესაბამისი დიპლომი და დოკუმენტაცია დღეს საზეიმო ვითარებაში გადასცეს.
ანსამბლ „წინანდალს“ იუბილე მიულოცავს ანსაბლებმა – ,,რუსთავი“ და ,,ქართული ხმები“.
ღონისძიება საქართველოს კულტურის პალატის ეგიდით გაიმართა.