LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავში აფთიაქიდან ხალხს სამკურნალოდ გიგო პაპას ჭაჭაზე აგზავნიან

356
toresa-mosinwsss

მწერალი ტორესა მოსი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ამბავს, რომელიც თელავში ამს შემდეგ გადახდა, რაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში.

გთავაზობთ მწერლისა და ტელეწამყვანის პოსტს:

„შევდივარ თელავში აფთიაქში და კონსულტანტს ვეკითხები, ისე რა, აი, თან რომ უბოდიშებ, „კი ვიცი აზრი არ აქვს მაგრამ მაინც გკითხავთ” ინტონაციით – შემთხვევით პირბადე ხომ არ გაქვთ-მეთქი. გაოცებული მიყურებს ვითომ რატომ არ უნდა გვქონდეს გამომეტყველებით, რა თქმა უნდა გვაქვსო. ვაჰ, გავიფიქრე, რა ხდება ჩემს თავს და ვეუბნები რა ღირს-მეთქი, გონებაში ვანგარიშობ სახლი რომ გავყიდო და ცოტა პატარა ვიყიდო, ნეტა თუ მომივა-მეთქი და ის კიდევ აშკარად ძალიან შეღონებული მეუბნება 5 თეთრიო. დავაჭყიტე თვალები და მაიტა, ასი ცალი მომეცით-მეთქი, ახლა იმან ჭყიტა თვალები, რა იყო ჩერნობილში მიდიხარო? მე ვუთხარი ან ფეისბუქი არ გაქვს, ან ტელევიზორს არ უყურებ, მოკლედ, როგორც არის რა და უიმეო, ჩინური ვირუსისა გეშინია ამხელა კაცსო? რაღა ვირუსი ექნებათ ხარისხიანი, დანარჩენი არაფერი არ უვარგათო. მეთქი კაი, მაგრამ მაინც ვიყიდი ას ცალს-მეთქი. კაი ბიჭი ჩანხარ შენა, ჰოდა, მაგარ რჩევას გეტყვიო, აი ამის ცხვირ-პირზე აფარებას, გადადი გზის იქიდან ბაზარში, ქვედა შესასვლელში იკითხე გიგო პაპა და კაი დედის რძესავით ჭაჭა აქვს, სახლიდან გასვლის წინ 50 გრამი ხიე ხოლმე და თუ გინდა მერე ყველა შემხვედრ ჩინელს სუ პირზე კოცნით მიესალმეო. გამოვბრუნდი, ავედი ბაზრის ქვედა შესასვლელში და ტიპებს პირდაპირ დახლზე აქვთ გაშლილი ქვეყნის ეროვნული არამატერიალური კულტურული ძეგლი სუფრა, მეთქი, ჯიგრებო გიგო პაპას ჭაჭას ვეძებ-თქო. ჰოდა, ერთი ჭაღარა კაცი მეუბნება, აფთიაქიდან გამოგგზავნესო? ვაჰ, მეთქი უეჭველი რაღაც მაფიაა და შეკრულები არიან და რამე, მაგრამ ამ დროულ კაცს ხომ არ მოვატყუებდი და ჰო, ეგრე იყო-მეთქი. ამხელა კაცი ცხვირზე ასაფარებლითვინ როგორ მოცდი, პაპა გენაცვალოს, მოდი, დაურტყიო. შევყოყმანდი, ყიდვა მინდა არ მინდა ახლა ამ ბაზრის შესასვლელში ჭაჭის სმა და შემატყო და მეუბნება: ტელევიზორში თქვეს რო სასმელი და ნძ…ა შველისო და რა ვიცი, შვილო, აბა, სანამ უარს იტყვი, დავფიქრდებოდი შენ ადგილზეო. მორთეს ეგრევე ხარხარი მაგის ამფსონებმა. ჰოდა, რანაირი სათქმელი იყო ახლა არა ვსვამ-მეთქი რომ დამეჟინა და გამოვართვი ჭიქა. ორი ბოთლიც ხელს გამოვაყოლე და ამათ მართლა რა კორონა დაყრის, შანსი არაა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები