LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავის Golden Tulip-ში 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება

125

თელავში, ყოფილი “ინტურისტის” შენობაში საერთაშორისო ბრენდის Golden Tulip-ის სასტუმროს მშენებლობაზე 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

სასტუმროს მფლობელი სს ”კახეთია”, რომლისთვისაც აღნიშნული პროექტი, მშენებლობის კუთხით, რიგით პირველია. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის წარმომადგენელმა  ზურაბ მეფარიძემ განუცხადა, ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია სასტუმროს ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები, ჩასმულია კარ-ფანჯრები, ამ დღეებში კი შიდა დიზაინის პროექტირების ეტაპი დაიწყება.

”სასტუმრო იქნება 4-ვარსკვლავიანი. აქ განთავსდება 101-ნომერი. რაც შეეხება ღირებულებას, ფასები იქნება საშუალო სეგმენტზე გათვლილი. ვფიქრობ, რომ  როგორც პროექტი, თელავის Golden Tulip-ი გაამართლებს. ჩვენი კომპანიის დაკვეთით საერთაშორისო აუდიტორიულმა კომპანიამ  ჩაატარა მარკეტინგული კვლევა, რომელმაც ცხადყო, რომ კახეთის რეგიონში მოთხოვნა არის ბრენდულ და დიდ სასტუმროზე, სადაც შესაძლებელი იქნება, სულ მცირე ორი ჯგუფის მიღება, ვგულისხმობ დიდ ჯგუფებს – 40-45 კაციანს”, – აღნიშნა მეფარიძემ.

მისივე ინფორმაციით, კახეთში ხშირია შემთხვევები, როდესაც  დიდი  რაოდენობის ნომრების არარსებობის გამო, ტურები  ერთდღიანია. დილით მიჰყავთ ტურისტები და შემდეგ უკან აბრუნებენ.  როგორც სს ”კახეთის” წარმომადგენელმა განმარტა, ბაზარზე თავის დამკვიდრებას თელავის Golden Tulip-ი სწორედ ამ კუთხით გეგმავს.

ცნობისთვის, სასტუმროს მშენებლობის დასრულება  2017 წლის შემოდგომაზე იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები