LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”თელავის ღვინის მარანი” ვენახის წვეთოვანი მორწყვის სისტემას ნერგავს

805

”თელავის ღვინის მარანი”  ვენახის წვეთოვანი მორწყვის სისტემას ნერგავს. ამის შესახებ „ფორტუნას“კომპანიის დირექტორმა,  ზურაბ რამაზაშვილმა განუცხადა.

”მთლიან ვენახში, თითო ვაზთან მიგყვავს თითო მილი, რომელიც მას ინდივიდუალურად მორწყავს. ამ ეტაპზე მილების ინსტალაციის პროცესი მიმდინარეობს და ეს სისტემა უკვე მიმდინარე წლის მაისიდან ამუშავდება”,- აღნიშნა რამაზაშვილმა.

აღნიშნული პროექტი კომპანიას  მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდა.

„თელავის ღვინის მარანი“ 1915 წელს დაარსდა. ამჟამად კომპანია ოთხი ბრედის დასახელების ალკოჰოლურ სასმელს აწარმოებს.  პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება მსოფლიოს 26 ქვეყანაში, მათ შორის, პოსტსაბჭოთა ქვცეყნებში, პოლონეთში, ინგლისში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, აშშ-ში, კანადაში, სინგაპურში, იაპონიაში და ჩინეთში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები