LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თელავის ღვინის მარანი” IWSC-ის კონკურსის მოკლე სიაში მოხვდა

115
ღვინო

ქართული მეღვინეობა „თელავის ღვინის მარანი” ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო შეჯიბრებაზე (IWSC) წითელი ღვინის მწარმოებელთა კატეგორიის მოკლე სიაში მოხვდა. ქართულ კომპანიასთან ერთად ამ პრესტიჟული ჯილდოსთვის კიდევ ექვსი მეღვინეობა იბრძვის, რომელთაგან ორი სამხრეთ აფრიკიდანაა, დანარჩენები კი ახალ ზელანდიას, არგენტინას, იტალიასა და ავსტრალიას წარმოადგენენ.

როგორც ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო შეჯიბრების ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, გამარჯვებულ კომპანიას სპეციალურად მოწვეული ჟიური აირჩევს, რომელიც კომპანიების მიერ მიწოდებულ ინფორმაციასა და 2023 წელს მათ მიერ მიღებულ ჯილდოებს დაეყრდნობა.

წითელი ღვინის მწარმოებელთა კატეგორიის გარდა, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო შეჯიბრებაზე გამარჯვებულები დავარგებული ღვინის, მწვანე ინიციატივის გათვალისწინებით შექმნილი ღვინის, ტკბილი ღვინის, ცქრიალა ღვინისა და თეთრი ღვინის კატეგორიების მიხედვითაც გამოვლინდებიან.

გამარჯვებული კომპანიები 19 ოქტომბერს გამოცხადდება.

„თელავის ღვინის მარანი” ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელიც ჩამონათვალში მოხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები