თელავის აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენების დაწყება განიხილება. „მიმინოთი“ უცხოელი ინვესტორი დაინტერესდა, რომელიც საქართველოში ერთ კვირაში ჩამოვა და საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავს.
თემაზე bm.ge-ის საავიაციო უნივერსიტეტის რექტორი სერგო ტეფნაძე ესაუბრა. აღსანიშნავია, რომ სწორედ საავიაციო უნივერსიტეტის ბაზაზეა თელავის აეროპორტი.
როგორც ტეფნაძე განმარტავს, უკვე არსებობს სიტყვიერი შეთანხმება, თუმცა საბოლოო თანამშრომლობის გაფორმებას დაახლოებით, ერთი კვირა დასჭირდება. ინვესტორთან მოლაპარაკებებში საავიაციო უნივერსიტეტთან ერთად სახელმწიფოც ჩართულია. ოფიციალურ შეთანხმებამდე კი მეტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვცელდება.
თელავის აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენების დაწყება იგეგმება
ეკონომიკის სამინისტროსთან პროექტი უკვე გავლილია
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მაისში, თემაზე რომ – თელავის აეროპორტმა სახელწოდებით „მიმინო“ შესაძლოა, უახლოეს მომავალში, ჩარტერული რეისების მიღება შეძლოს, კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმაც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, უკვე დათვლილია პროექტის განხორციელებისთვის საჭირო თანხებიც: შიდა ფრენების დაწყებისთვის საჭიროა 9 მილიონი ლარის ინვესტიცია, ხოლო საერთაშორისო ფრენების განვითარებისთვის -15 მილიონი.