LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელ ავივმა პარიზს, ნიუ-იორკსა და ციურიხს აჯობა – საცხოვრებლად ყველაზე ძვირადღირებული ქალაქი გახდა

36
5472

თელ-ავივი საცხოვრებლად ყველაზე ძვირადღირებული ქალაქია.

გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, ისრაელის ქალაქი 5 პოზიციით დაწინაურდა და 2020 წლის ლიდერებს გადაუსწრო. ყველაზე ძვირადღირებულთა სიაში მეორე ადგილს პარიზი, მესამეს სინგაპური იკავებს. ხუთეულში მოხვდნენ ასევე ციურიხი და ჰონგ-კონგი.

შემდეგი პოზიციები კი – ნიუ-იორკმა, ჟენევამ, კოპენჰაგენმა, ლოს-ანჯელესმა და ოსაკამ გაინაწილეს.

რაც შეეხება თელ ავივს, სპეციალისტთა შეფასებით, ქალაქმა ასეთი შედეგის მიღწევა ისრაელის ეროვნული ვალუტის გამყარებით, ტრანსპორტსა და პროდუქტებზე ფასების მკვეთრი მატებით შეძლო.

რაც შეეხება საცხოვრებლად ყველაზე ხელმისაწვდომ ქალაქს, 2021 წლის რეიტინგში დამასკო ლიდერობს. შემდეგ პოზიციებს – ტრიპოლი, ლიბია და ტაშკენტი იკავებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები