ავიაკომპანია Israir Airlines თელ ავივი-თბილისი-თელ ავივის საჰაერო ხაზზე სპეცრეისს განახორციელებს. ფრენა 13 მაისს შედგება. ინფორმაციას ისრაელში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
„მოქალაქეთა საყურადღებოდ!!!!!!!!! ავიაკომპანია „ISRAIR“ ა.წ. 13 მაისს განახორციელებს ფრენას თელ ავივი – თბილისის მიმართულებით! ბილეთების რეალიზაცია მოხდება ონლაინ რეჟიმში ოფიციალურ ვებსაიტზე: www.israir.co.il ერთი გზის, თელ-ავივი-თბილისის ფასი: 219 აშშ დოლარი“, – წერია საელჩოს განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოს მიერ რეგულარული რეისების შეჩერების შემდეგ, ეს აღნიშნულ მარშრუტზე Israir Airlines-ის მიერ შესრულებული რიგით მეოთხე რეისია.