LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეკო ჩუბინიძე ქმარს 20-წლიანი ქორწინების შემდეგ გაშორდა: „არა მგონია, ეს ეტაპი ვინმესთვის ადვილი იყოს…“

1125
თეკო ჩუბინიძე

„ჩემი ცოლის დაქალებში“ პოლიტიკოსის მეუღლის როლის შემსრულებელი მსახიობი თეკო ჩუბინიძეა.

თეკო 20-წლიანი ქორწინების თავზე მეუღლეს გაშორდა და ამის შესახებ ჟურნალ „სარკეს“ უყვება:

„ამჟამად ცალ-ცალკე ვცხოვრობთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანურად ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.

სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდით, ალბათ, რთული პერიოდი გამოიარეთ. 

არა მგონია, ეს ეტაპი ვინმესთვის ადვილი იყოს. სურვილი თუნდაც ორმხრივი იყოს, მაინც რთულია მთელი ეს პროცესი. 20-წლიანი თანაცხოვრება ძალიან დიდი დროა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთად გავიზარდეთ, ერთად გამოვიარეთ ბევრი რამ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები