LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თეკლა ბავშიკ, დაიკიდე… შენ სწორად მოიქეცი! დიახ, მთელი სისასტიკით უნდა ნახოთ ჩვენმა თანამოქალაქეებმა ის სიმართლე რაც არის!” – ნათია მიქიაშვილი

6856
BeFunky-collage (11)

ყველამ თქვენი საქმე აკეთეთ, ქვეყანასაც ეშველება და გასაშუქებელი ამბებიც შეიცვლება!, – ასე ეხმიანება ჟურნალისტი, ნათია მიქიაშვილი ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს, როდესაც ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნა მიმდინარეობდა, „ტვ პირველის“ ჟურნალისტის მიერ რამაზ დავლაძესთან ინტერვიუს ჩაწერას.

შეგახსენებთ, ჟურნალისტმა მოგვიანებით სოციალურ ქსელში ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ აღნიშნული ინტერვიუს ჩაწერის დროს არც რამაზ დავლაძის მეუღლის ინგა მეკეიძის და არც მისი მცირეწლოვანი შვილების გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დადასტურებული არ იყო.

ვუყურე ჩემს თავს და ვიღებ თქვენს კრიტიკას…მიწევს მტკიცება, რომ გულქვა არ ვარ…ბოდიშს ვუხდი მაყურებელს და ტვ პირველის გუნდს, ვისაც დღეს მთელი დღეა უწევს ამ ლანძღვის ატანა: თეკლა ტაბატაძე

ნათია მიქიაშვილი წერს:

“Tekla Tabatadzè თეკლა ბავშიკ, დაიკიდე ამათ არ უსმინო, ვიცი სხვა დროს, სხვა ადგილას ჩაწერე და სხვა დროს დააშეარეს, მაგრამ სასახლესათანაც ჩამიწერია ინტერვიუ, სთენდაფიც ჩამიწერია მორგში ( დიტო ცინცაძე ეს იყო მაშინ ჩემი ოპერატორი და შეგიძლია გადაამოწმო ) და ჩემგანაც გაუგია ოჯახს ნათესავის გარდაცვალება! ხანდახან სწორად მოვქცეულვარ და ხანდახან არა, შენ სწორად მოიქეცი! არ შეალამაზო რეალობა, და დიახ, მთელი სისასტიკით უნდა ნახოთ ჩვენმა თანამოქალაქეებმა ის სიმართლე რაც არის! იქნებ #მზიდკედლებმოხსნილ სახლებში ამოაშენონ უკვე დანგრეული და საკუთარი შვილები გადაარჩინონ! არ ინერვიულო, არ ვიცი ვინ ხარ თეკლა, არ გიცნობ, მაგრამ პირველი სიუჟეტი რომ გავაკეთე პროფესიის შეცვლა მირჩიეს ღმერთებმა!!!

ვინ, სად, რა შეცვალა და ვისგან რა დადგა მხოლოდ მაყურებლის განსასჯელია და შენ ამას იგრძნობ, აქ ვინც ამ მოცემულობაში შენ გლანძღავს ერთი ბაბლია და თანაც მიკერძოებული..

და შეეშვით რა ჟურნალისტებს, ყველამ თქვენს აქოთებულ საქმეს მიხედეთ!!! და ყველამ თქვენი საქმე აკეთეთ, ქვეყანასაც ეშველება და გასაშუქებელი ამბებიც შეიცვლება!

ფუ გიენებს ჰგავხართ!

არ შემომიხტეთ აქ! მიიღებთ!”,- წერს ნათია მიქიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები