აშშ-ში, ტეხასის შტატში საჰაერო ბურთი ჩამოვარდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მასზე 16 ადამიანი იმყოფებოდა.
მედიის ცნობით, საჰაერო ბურთს ჯერ ცეცხლი წაეკიდა და შემდეგ ვარდნა დაიწყო.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.