LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეხასის შტატში, ავტობუსის გაჩერებაზე ავტომანქანა ხალხის ჯგუფს დაეჯახა – დაღუპულია 8 ადამიანი

118
fot (3)

აშშ-ში, ტეხასის შტატში, მიგრანტთა თავშესაფართან ახლოს, ავტობუსის გაჩერებაზე ავტომანქანა ხალხის ჯგუფს დაეჯახა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

მედიის ცნობით, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 8 ადამიანი, ხოლო დაშავებულია სულ მცირე 5 ადამიანი. მათი მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევა ქალაქ ბრაუნსვილიში, მექსიკის საზღვართან ადგილობრივი დროით 08:30 საათზე მოხდა.

მედიის ცნობით, ვარაუდობენ, რომ ეს მიზანმიმართული თავდასხმა იყო. მძღოლი დაკავებულია და მას ბრალი უკვე წაუყენეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები