LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეხასის პატრული ურჩ მძღოლებს ჯარიმის გადახდის ნაცვლად ქველმოქმედებას აიძულებს

34

ტეხასის პატრული კანონდამრღვევებს ჯარიმის გადახდის ნაცვლად ქველმოქმედებას აიძულებს. საინტერესო იდეის ავტორი პატარა ქალაქ გოლეის  პოლიცია გახდა. ისინი ურჩ მძღოლებს ჯარიმის ქვითრებს აღარ აძლევენ. ამის ნაცვლად ისინი გასცემენ გაფრთხილებას, რომელიც მძღოლებს მოუწოდებს, რომ სოციალურად დაუცველი პატარებისთვის სათამაშო შეიძინონ და ის პოლიციის დეპარტამენტში მიიტანონ. საშობაოდ კი მათ იმ პატარებს გადასცემენ, ვისაც  ეს ყველაზე მეტად გაახარებს. პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ინიციატივამ გაამართლა და დეპარტამენტში უკვე ასობით სათამაშო დაგროვდა.

 

View post on imgur.com

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები