ტეილორ სვიფტს ინტერნეტ-მომხმარებლებმა ორეული უპოვეს და ის – არც მეტი, არც ნაკლები, სატანისტი ზინა ლავეია.
კონსპირაციული თეორიის მომხრეები ამბობენ, რომ სვიფტისა და ლავეის მსგავსება შემთხვევითი არ არის – მათი თქმით, ტეილორი არა მხოლოდ ორეული, არამედ – ცნობილი სატანისტის კლონია.
„სინამდვილეში, ტეილორ სვიფტი არის კლონი, რომელიც ილუმინატიმ ზინა ლავეის დნმ-დან შექმნეს,“ – წერენ „ტვიტერის“ მომხმარებლები.
ცხადია, ეს თეორია რეალობისგან ძალიან შორს დგას, თუმცა ამ ორ ადამიანს შორის მსგავსებას არავინ უარყოფს.