ივლისში, ტეილორ სვიფტმა ახალი, რიგით მე-8 სტუდიური ალბომი Folklore გაავრცელა. ნამუშევარი გამოსვლიდან 24 საათში, 1,3 მილიონ ასლად გაიყიდა. არტისტი ასევე რეკორდსმენი Spotify-ზე, ქალ-შემსრულებელთა შორის გახდა, მას 80,6 მილიონმა ადამიანმა მოუსმინა.
აღსანიშნავია, რომ ალბომი უკვე მე-6 კვირაა „ბილბორდის“ ჩარტებში ლიდერ პოზიცებს არ თმობს. უკანასკნელი მონაცემებით, ტელორ სვიფტმა ლეგენდარული უიტნი ჰიუსტონის რეკორდიც მოხსნა, ის ჩარტებში 46 კვირაზე მეტია რაც ლიდერობს. ეს კი ქალ შემსრულებლებს შორის, რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს.