სელებრითები ”ფორმულა 1”-ის რბოლებზე მეტად კაშკაშებდნენ.
აშშ-ს გრან-პრი ტეხასურ ოსტინში ჩატარდა, რომელსაც ცნობილი მსახიობები, მომღერლები და სპორტსმენები ეწვივნენ.
მომღერალი ტეილორ სვიფტი ”ტრასა ამერიკაზე” კონცერტით გამოვიდა – მის მოსასმენად დაახლოებით 80 ათასი ადამიანი მივიდა.
მსახიობი ჯერარდ ბატლერი ”რედ ბულის” მრბოლელ დანიელ რიკარდოს ჩაუძმაკაცდა და ბოლოს გაზიანი წყლის დალევა მოუწია იფლიანი ფეხსაცმელიდან.
კალათბურთელებმა პატი მილსმა და პაუ გასოლმა ”რედ ბულის” გუნდს ”სან ანტონიოს” ფორმა აჩუქეს.
სამთო მოთხილამურე ლინდსი ვონმა მაკს ფერსტაპენს ტორტის ნაჭერი გადასცა.
”ოსკარის” ორგზის მფლობელი კრისტოფ ვალცი ”მერსედესის” საპატიო სტუმარი გახდა.
რბოლის გამარჯვებულ ლუის ჰემილტონს ტელეწამყვანმა გეილ კინგმა (ცენტრში), მისმა შვილმა კირბიმ (მარცხნიდან მეორე) და ლინდსი ვონმა (მარჯვნივ) მიულოცეს.