ნიუ-იორკში, Prudential Center–ში, მუსიკალურ ინდუსტრიაში ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული, MTV Video Music Awards–ის დაჯილდოება გაიმართა. ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუკი გეტყვით, რომ დაჯილდოებაზე ტეილორ სვიფტი ყველაზე მეტი ნომინაციით წარდგა და შოუ მთავარი გამარჯვებულის ტიტულით დატოვა.
მან 4 ჯილდო მიიღო, მათ შორის „წლის კლიპის“ კატეგორიაში. მას გამარჯვება Anti-Hero-მ მოუტანა, რომელიც არტისტმა 10 თვის წინ გაავრცელა. სვიფტმა გამარჯვება აგრეთვე „წლის არტისტის“, „წლის სიმღერისა“ და „საუკეთესო პოპ-ნამუშევრის“ ნომინაციებშიც დაიმსახურა.
ცნობისთვის, ტეილორმა ტრიუმფალური გამარჯვება გასული წლის დაჯილდოებაზეც მოიპოვა.
MTV Video Music Awards 2022-ის გამარჯვებულები დასახელდნენ
შაკირას პერფორმანსი სცენაზე საოცრად შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გამოდგა. მან ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, Michael Jackson Video Vanguard Award დაიმსახურა და აგრეთვე გაიმარჯვა წლის დუეტის ნომინაციაში – შაკირა და KAROL- GTQ.
საუკეთესო ჰიპ-ჰოპ ნამუშევარი – ნიკი მინაჟი – Super Freaky Girl
საუკეთესო R&B ნამუშევარი – SZA – Shirt
საუკეთესო როკ ნამუშევარი – The Loneliest – Arista Records
საუკეთესო ლათინური ნამუშევარი Anitta – “Funk Rave”
სრული სია ნახეთ აქ