LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტის გულშემატკივრები ვარაუდობენ, რომ ვარსკვლავი გათხოვდა

157
taylor-swift-joe-alwin-today-170518-tease-ea804784ff83bcfa8d7e6635b02b9ce3

30 წლის პოპ-ვარსკვლავი და მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი ტეილორ სვიფტი პირად ცხოვრებაზე ღიად არასდროს საუბრობს. ის უკვე მე-4 წელია, რაც მსახიობ ჯო ელვინს ხვდება.

ვარსკვლავის გულშემატკივრები კი უკვე ვარაუდობენ, რომ ტეილორი ელვინზე ფარულად გათხოდა. ამის მიზეზი არტისტის უკანასკნელი სიმღერის Willow მონაკვეთია. სვიფტს ციმერმანის თეთრი კაბა აცვია, რომელიც დიზაინით საქორწინო კაბას წააგავს, სწორედ ეს გახდა ახალი მითქმა-მოთქმის საბაბი.

„ბოლობოლო აღიარე, რომ გათხოვდი“, „არ გამიკვირდება, უკვე შვილიც გყავდეს“ – წერენ კომენტარებში.

აღნიშნულ ინფორმაიაზე კომენტარი ჯერჯერობით არცერთ მხარეს არ გაუკეთებია. ცნობისთვის, არც თუ ისე დიდი ნის წინ ტეილორმა განაცხადა, როიმ ქორწინებისთვის ჯერ მზად არ არის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები