ჟურნალ „ფორბსის“ მონაცემებით, 2016 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავი ტეილორ სვიფტია. ტომ ჰიდლსტონის მეგობარმა გოგონამ მიმდინარე წელს უკვე გამოიმუშავა 171 მლნ დოლარი.
26 წლის ამერიკელმა მომღერალმა შემოსავლით აჯობა ადელს (რომელიც სიაში მეცხრეა), მადონას (სიაში მეთორმეტეა) რიანას (სიაში მეცამეტეა) და კეტი პერის (სიაში სამოცდამესამე).
„ფორბსის“ სიაში მოხვდა ტეილორის ყოფილი მეგობარი მამაკაცი, დიჯეი კელვინ ჰარისი, მან 63 მლნ დოლარით 21-ე ადგილი დაიკავა.