11 თებერვალს, ტეილორ ლოტნერს 27 წელი შეუსრულდა. გაირკვა, რომ ამერიკელმა მსახიობმა დღეობა ვიწრო წრეში, გერლფრენდისა და მეგობრების გარემოცვაში იზეიმა.
როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან გახდა ცნობილი, წვეულებას ასევე ახალგაზრდა ვარსკვლავის კოლეგა და პარტნიორი სტეფანი მეიერის რომანების სერიის, ,,ბინდი” ეკრანიზაციიდან, კრისტენ სტიუარტი სტუმროდა.
აღსანიშნავია, რომ ,,ბელა სუონი” საღამოზე ახალ მეგობარ გოგონასთან, სარა დინკინთან ერთად მივიდა, რომელიც მას გვერდიდან არ მოშორებია.
შეგახსენებთ, რომ კრისტენ სტიუარტმა ბისექსუალობის შესახებ 2017 წელს განაცხადა. აქამდე ის მაიკლ ანგარანოს, რობერტ პატინსონს, რუპერტ სანდერსს, ალიშა ქარჯალს, სოკოს, St. Vincent-სა და სტელა მაქსველს ხვდებოდა.