LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეგეტა X 0711 და კოლაბორაცია ქართველ არტისტებთან – როგორი იყო მარტი ჰოლდინგში  

588
თეგეტა

„თეგეტა ჰოლდინგმა“ მარტის თვე ქალების მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე ორიენტირებულ აქტივობებს მიუძღვნა და მის ფარგლებში არაერთი საინტერესო პროექტი განახორციელა. ჰოლდინგში, სადაც უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა გაზაფხულის დღესასწაულების განსაკუთრებული აღნიშვნა, წლევანდელი მარტიც გამორჩეული აღმოჩნდა თანამშრომელი ქალბატონებისთვის.

ქალების მხარდაჭერის ფარგლებში, თეგეტასა და ონლაინგამოცემა AT.ge-ის კოლაბორაციით რუბრიკა „Femmeავტო“ შეიქმნა და 20-მდე ქალის პროფესიული თავგადასავალი გააცნო საზოგადოებას. რუბრიკის მთავარი გზავნილი გენდერულად დაყოფილი პროფესიების შესახებ სტერეოტიპების დამსხვრევა იყო. გამოქვეყნებული ვიდეორგოლები და სტატიები თეგეტაში დასაქმებული ქალების პოზიციონირებასა და, ზოგადად, ავტოინდუსტრიაში ქალების მიღწევების დემონსტრირებას მიეძღვნა.

ძლიერი ქალების პოზიციონირება იყო მიზანი თეგეტას კოლაბორაციის Project 64 -ის გუნდთანაც. თანამშრომლობის ფარგლებში პირველი ვიდეორგოლი მსოფლიო რალის გამარჯვებულ პირველ ქალ მრბოლელ მიშელ მუტონის შესახებ მომზადდა.

ქალების მხარდამჭერი აქტივობების ფარგლებში, შეხვედრა ჩატარდა „თეგეტას“ თანამშრომლებისთვისაც. მარტში ჰოლდინგს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ესტუმრა და კომპანიის თანამშრომლებთან თანამედროვე სამყაროში ქალების როლზე, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

გამორჩეული იყო 8 მარტი „თეგეტას“ ყველა თანამშრომელი ქალისთვის სპეციალურად მათთვის შექმნილი საჩუქრებითაც. „თეგეტას“ მთავარი გზავნილი თანამშრომელი ქალების მიმართ ამ შემთხვევაშიც მათი მხარდაჭერა და მათი როლის მნიშვნელობის ხაზგასმა გახლდათ. „თეგეტას“ ყველა თანამშრომელმა ქალმა სიმბოლური საჩუქარი მიიღო, რომელიც More is Love-თან და არტისტ ავთანდილ გახოკიძესთან კოლაბორაციით შეიქმნა.

თეონა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კრეატიული დირექტორი: „წელს გადავწყვიტეთ, „თეგეტას“ თანამშრომელი ქალებისთვის, ტრადიციულის ნაცვლად, განსხვავებული საჩუქარი გაგვეკეთებინა. იდეის მთავარი შთაგონება იყო ზამბახი. მისი ლათინური სახელწოდება „ირისი“ ძველ ბერძნულ მითოლოგიას უკავშირდება. ზამბახი სიმბოლურად სიმამაცესთან, სიბრძნესა და მშვენიერებასთან ასოცირდება. სასაჩუქრედ განკუთვნილი შარფების ილუსტრაციებზე ქართველმა არტისტმა ავთანდილ გახოკიძემ იმუშავა. მასალაზე დატანილი ილუსტრაციები ხელით არის შექმნილი, რაც კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის ნამუშევარს. გარდა ამისა, MORE IS LOVE-თან თანამშრომლობით შევქმენით კოსმეტიკური ჩანთები, რომელთა დიზაინზეც O’SEVEN ELEVEN-ის კრეატიულმა გუნდმა იმუშავა. ვფიქრობ, საერთო ჯამში, ვიზუალურად და კონცეპტუალურად საინტერესო და შეკრული საჩუქარი გამოგვივიდა. ქალები საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ მრავალფეროვნებისა და თანაბარი შესაძლებლობებისთვის. რვა მარტი კი იმის შეხსენებაა, რომ გამბედაობას, პროფესიასა და შეუპოვრობას სქესი არ გააჩნია. „თეგეტასთვის“ პრინციპულად მნიშვნელოვანია ქალი თანამშრომლების მიღწევების დაფასება და მათი მხარდაჭერა ყველა მიმართულებით“.

კიდევ ერთ მნიშვნელოვანი პროექტი „თეგეტა ჰოლდინგმა“ ნეო უნივერსიტეტ „სქილვილთან“ და საქველმოქმედო ფონდ „ჩართესთან“ ერთად წამოიწყო. ახალი პროექტის მიზანი რეგიონებში მცხოვრები გოგონების ეკონომიკური გაძლიერებაა მათთვის ისეთ ციფრულ პროფესიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით, როგორებიცაა პროგრამირება, კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციული ტექნოლოგიები. „თეგეტა ჰოლდინგი“ 7-თვიან კურსებს დაუფინანსებს საქველმოქმედო ფონდ „ჩართეს“ ბენეფიციარ 10 გოგონას, რომლებსაც სურთ მაღალანაზღაურებად პროფესიებში რეალიზება, აინტერესებთ პროგრამირება, ინფორმაციული ტექნოლოგიები, კიბერუსაფრთხოება, IT პროექტების მართვა, ციფრული პროექტების ტესტირება, გრაფიკული დიზაინი და ა.შ. ამასთანავე, სწავლის დასრულების შემდეგ სამ წარჩინებულ გოგონას შესაძლებლობა მიეცემა სამთვიანი სტაჟირება გაიაროს „თეგეტას“ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ციფრული მარკეტინგის დეპარტამენტებში, დასაქმების პერსპექტივით.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „თეგეტა“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ქალთა გაძლიერებაზე აქტიურად ზრუნავს. ჩვენთვის არ არსებობს გენდერული პროფესია და გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტი ქალი ჩავრთოთ ავტოინდუსტრიაში. ამ მიმართულებით სტერეოტიპის დასამსხვრევად არაერთ პროექტს ვახორციელებთ: გვაქვს ქალი მექანიკოსების დასაქმების პროგრამა, ხელს ვუწყობთ მენეჯმენტში ქალების რაოდენობის ზრდას, ვიყავით ერთ-ერთი პირველები, ვინც სექსუალური შევიწროების პოლიტიკა შეიმუშავა და სხვა. ქალთა გაძლიერებას ემსახურება კომპანიის მიერ მარტში განხორციელებული აქტივობები. გვინდოდა, საზოგადოებისთვის დაგვენახვებინა, რამდენად დიდია ქალების მნიშვნელობა ავტოინდუსტრიაში, შეგვეხსენებინა, რომ ავტოინდუსტრიის განვითარების ისტორიაში ქალებმა შთამბეჭდავი როლი შეასრულეს ამა თუ იმ გამოგონებით და კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა ქალებისთვის, რომ პროფესიას არ აქვს გენდერი. ქალები, რომლებიც „თეგეტაში“ მუშაობენ, ყოველდღიურად ამსხვრევენ ამ სტერეოტიპს და ამტკიცებენ, რომ, თუ რაღაც ძალიან გინდა, აუცილებლად გამოგივა“.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ქალთა გაძლიერების პროექტების ნაწილია საფეხბურთო კლუბის „კვარტალის“ მხარდაჭერა. კლუბის წევრი ქალი ფეხბურთელისთვის ჰოლდინგმა გასულ წელს სტიპენდია დააწესა. გაზაფხულის სეზონი კლუბისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა და ჰოლდინგის სახელით კიდევ 2 ფეხბურთელს დაენიშნა სტიპენდია.

ქალების მხარდაჭერა და მათი როლის გაძლიერება „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ კორპორაციული მდგრადობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. კომპანია მუდმივად ზრუნავს გენდერულად დაყოფილ პროფესიებში ბარიერების დაძლევაზე და სამუშაო გარემოში ქალებისა და მამაკაცებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნაზე.

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

(R)