LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თეგეტა მოტორსმა “ საერთაშორისო ავტოინდუსტრიულ გამოფენაზე ინოვაციური პროექტები წარმოადგინა

85

“თეგეტა მოტორსი” საერთაშორისო ავტოინდუსტრიულ გამოფენაზე, „Automechanika Frankfurt 2016-ზე“  წარსდგა. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, “თეგეტა მოტორსი” მრავალი წელია მონაწილეობას იღებს აღნიშნულ საერთაშორისო გამოფენაზე, არც წლევანდელი წელი ყოფილა გამონაკლისი და კომპანიამ წელს რამდენიმე ინოვაციური პროექტი წარმოადგინა. გამოფენამ სხვადასხვა ქვეყნიდან 136.000-ზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლა.

მათივე ცნობით, „Automechanika Frankfurt 2016“ საავტომობილო ინდუსტრიის სფეროში არსებულ  კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს,  წარადგინონ ინოვაციური პროექტები, დანადგარები და მომსახურება საერთაშორისო ბაზარზე. საგამოფენო ცენტრი Messe Frankfurt-ი ის ადგილია, სადაც მონაწილე კომპანიებს საშუალება აქვთ უშუალო კონტაქტი დაამყარონ პოტენციურ პარტნიორებთან.

„თეგეტა მოტორსმა“ გამოფენაზე  წარმოადგინა უნიკალური სერვისები, რომლებიც მთლიანად მომხმარებლის კომფორტზეა ორიენტირებული: მულტიბრენდული ავტო-ტექმომსახურება, სრული სერვისი – მსუბუქი, სატვირთო და  სპეცტექნიკისთვის; ონლაინ პლატფორმა – „mycarhistory“, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეუძლია, მუდმივად აკონტროლოს კუთვნილი ავტომობილის, როგორც ტექნიკური მდგომარეობა,  ისე დანახარჯები; წინასწარი ონლაინ რეზერვაციის სერვისი; ფრანჩაიზი; „თეგეტაქარდი“ და „თეგეტა კომფორტი“ – რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს მუდმივად მწყობრში ჰყავდეს ავტომობილი სერვისცენტრში მიუსვლელად. ასევე წარადგინა „თეგეტა მოტორსის აკადემია“, ონლაინ კატალოგები, ავტოსერვისის მოწყობის პროექტები და ”ბოშის” დიზელის ძრავზე მომუშავე ავტომობილების სპეციალური სერვის ცენტრი, რომელსაც ანალოგი არ აქვს ამიერკავკასიაში”, – განაცხადეს კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტორებს  შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალურად ენახათ ის პროდუქტები და სერვისები, რომლებიც „თეგეტა მოტორსს“ აქცევს საქართველოში ბაზრის ლიდერ კომპანიად. ამასთან,  „თეგეტა მოტორსის“ წარმომადგენლები ასევე გაეცნენ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოდგენილ ინოვაციურ ტექნოლოგიებს და დანადგარებს მსუბუქი ავტომობილების მიმართულებით და მათ სულ მალე ქართველი მომხმარებელი „თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრებში იხილავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები