„თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრებს თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ-ზე, „გაფორმების ეკონომიკური ზონის“ ტერიტორიაზე, კიდევ ერთი ობიექტი შეემატა.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიდან აცნობეს, სერვის ცენტრი ძირითადად სატვირთო ავტომობილებს მოემსახურება.
მათივე ინფორმაციით, “თეგეტა მოტორსის“ ახალ სერვის ცენტრში წარმოდგენილია: მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, მომსახურების უმაღლესი სტანდარტი, მაღალკვალიფიციური კადრები და კომფორტული გარემო, აქვეა შოურუმი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სატვირთო ავტომობილის საბურავების, აკუმულატორებისა და სხვა სათადარიგო ნაწილების ფართო არჩევანს. ფილიალში ავტომობილის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ „ტაქს ფრის“ სერვისით, ასევე შეუძლიათ დარეკონ საინფორმაციო სამსახურში 226 44 44 ან 224 44 44 წინასწარი რეზერვაციის ან ნებისმიერი ინფორმაციისათვის.
როგორც კომპანიაში განაცხადეს, „თეგეტა მოტორსის“ ახალი სერვის ცენტრი გამოირჩევა მდებარეობით, ვინაიდან იგი „გაფორმების ეკონომიკური ზონის“ ტერიტორიაზეა, სადაც ყოველდღიურად ასობით სატვირთო მანქანა იყრის თავს. ძირითადად ეს სატვირთო მანქანები არიან საერთაშორისო გადაზიდვებში მყოფი როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო გადამზიდავები. რამდენიმედღიანი თუ კვირიანი მგზავრობის გამო, ხშირად გარკვეული პრობლემები ექმნება მანქანებს, ამიტომ მძღოლებისათვის მეტად კომფორტულია ამ ტერიტორიაზე ავტოსერვისის არსებობა.
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრებში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიცაა: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა. პროდუქცია ხელმისაწვდომია ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის.
ცნობისთვის, „თეგეტა მოტორსი“ უკვე 20 წელია ქართულ ბაზარზეა. „თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრების მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ქუთაისში, ახალციხეში, რუხსში, გორსა და თელავში.