LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს ჰიბრიდული ავტომობილების სრულ სერვისს სთავაზობს

112

“თეგეტა მოტორსი” მომხმარებლებს ჰიბრიდული ავტომობილების სრულ სერვისს სთავაზობს.

როგორც “ფორტუნას“ კომპანიიდან აცნობეს, ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე კომპანიამ გადაწყვიტა ჰიბრიდული ავტომობილების სერვისისთვის ცალკე უბანი გამოეყო, ასევე გაზარდა სათადარიგო ნაწილების და სხვა საჭირო აქსესუარების ასორტიმენტი. მიმდინარე თვეს შეგიძლიათ ისარგებლოთ სპეციალური აქციით, რომლის ფარგლებშიც, ჰიბრიდული ავტომობილებისთვის განკუთვნილი პროდუქციის, ან მომსახურების შეძენისას მომხმარებელი ისარგებლებს ჰიბრიდული სისტემის ელექტრო დიაგნოსტირების უფასო სერვისით, აქცია მოქმედებს 30 ივნისის ჩათვლით.

კომპანიის ინფორმაციითვე, “თეგეტას” ჰიბრიდული ავტომობილების მომსახურების უბანზე ნებისმიერი მარკის ჰიბრიდული ავტომობილის სრული სერვისია შესაძლებელი. კერძოდ, აღნიშნულ განყოფილებაში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი სპეციალიზირებული სერვისებით: ცენტრალური სისტემის ელექტრო დიაგნოსტირება, აკუმულატორის მოხსნა/დაყენება, აკუმულატორის გაგრილების ვენტილატორის გაწმენდა, აკუმულატორის კლემების გაწმენდა და ინვენტორის მოხსნა/დაყენება. “თეგეტას” ჰიბრიდული ავტომობილების მომსახურების უბანზე დაგხვდებათ უახლესი სპეციალიზირებული მანქანა/დანადგარები და მაღალკვალიფიციური კადრები.

“თეგეტა“ მომხმარებელს წინასწარი ჩაწერის სერვისს სთავაზობს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მოქალაქემ დაჯავშნოს ვიზიტი სწრაფი სერვისის ან სერვისების მისაღებად.

„რეზერვაციის პროცედურა მარტივია, რამდენიმე წუთში თქვენ შეძლებთ ჩაეწეროთ თქვენთვის მისაღებ დროს და სწრაფად მიიღოთ სასურველი მომსახურება. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ონლაინ www.reservation.tegetamotors.ge, ასევე “თეგეტას“ ცხელი ხაზის მეშვეობით (032) 226 44 44“, – ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები