თედო ბექაურისთვის გუშინდელი ღამე დაუვიწყარი გამოდგა, როდესაც ნოე სულაბერიძემ გამოაცხადა, რომ ის ხალხის რჩეული გახდა და ყველაზე მეტი მხარდამჭერი ესემესი მიიღო. თედო „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-12 სეზონის გამარჯვებული გახდა.
ახლახან მან სამადლობელი წერილი გამოაქვეყნა:
„გამარჯობა, მეგობრებო!..
ყველას დიდი მადლობა, ასეთი სიყვარულისთვის, გულშემატკივრობისთვის, თითოეული ზარისთვის და თუნდაც, სიტყვიერი თანადგომისთვის. ეს გამარჯვება ერთად მოვიპოვეთ.
მინდა, გისურვოთ წარმატება, ბედნიერება, ჯანმრთელობა, ყველაფერი კარგი და საუკეთესო!..“