LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თებერვალში შესაძლოა, გრიპის მცირე პიკი გვქონდეს, თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია – დავით სერგეენკო

sergeenkoo

თებერვალში გრიპის მცირე პიკს ვვარაუდობთ, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპაში გრიპით ავადობა იზრდება, – ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საუბარია მხოლოდ ვარაუდზე და შესაძლებელია, გრიპით ავადობის მაჩვენებლის ზრდა თებერვალში არ დაფიქსირდეს.

„გრიპთან დაკავშირებული სეზონური გამწვავებები დაახლოებით თვენახევრიანი ხანგრძლოვობით ხასიათდება. დაიწყო დეკემბრის შუა რიცხვებში და დინამიკა კლებისკენ არის მიმართული. ვფიქრობთ, რომ იანვრის ბოლოს უნდა მიუახლოვდეს ჩვეულებრივ, ფონურ რაოდენობას. თებერვალში მცირე პიკს ვვარაუდობთ, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპაში იგივე მდგომარეობაა, გრიპით ავადობა იზრდება და ჩვენ მათ გრიპის გავრცელების ფაზაში დაახლოებით, სამკვირიანი რაოდენობით ვასწრებთ. ამიტომ ვვარაუდობთ, რომ როცა ჩვენთან გრიპის მაჩვენებელი ფონურ რაოდენობას დაუბრუნდება, შეიძლება, ის ევროპიდან მოგზაურთა მიერ გავრცელდეს, თუმცა, შეიძლება მცირე პიკი არც იყოს, ეს მხოლოდ ვარაუდია,” – აღნიშნა მან.

ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 17-ს შეადგენს. გრიპის ან გრიპისმაგვარი დაავადების გამო კი 800-მდე ადამიანია ჰოსპიტალიზებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები