LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თებერვალში ინფლაცია 8.1%-მდე შემცირდა – რა გაძვირდა და რა გაიაფდა

167
სურსათი

გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონემ 8.1% შეადგინა, რაც იანვარში არსებულ ინფლაციასთან შედარებით 1.3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.6 პროცენტით განისაზღვრა.

“ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ჯანმრთელობის დაცვა – ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4.9 პროცენტიანი კლება, რაც -0.47 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-8.1 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა საავადმყოფოების მომსახურებაზე (1.3 პროცენტი);

"ფასის ზედა ზღვრის დაწესება ან საფასო პოლიტიკაში უხეში ჩარევა ყოველთვის მოიტანს ზიანს!" - ოთარ აბესაძე მთავრობის ინიციატივის შესახებ

თქვენ ვეღარ იყიდით შოკოლად "ტობლერონს", პასტა "ბარილას" ან ვერ იყიდით ტანსაცმელს "ლაკოსტაში" ან "ბარბერში".

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 1.5 პროცენტით, რაც -0.19 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-3.7 პროცენტი). ფასები გაზრდილია სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.1 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.8 პროცენტი);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.37 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (10.2 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.8 პროცენტი), ხილი და ყურძენი (2.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე (-2.3 პროცენტი)”, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები