LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თებერვალში 4 231 ახალი ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა

82

თებერვალში 4 231 ახალი ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, დარეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების 95.7% სამეწარმეო სუბიექტია,  ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი და უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი. დარეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტთა ყველაზე მეტი  – 48.1% დარეგისტრირდა როგორც ინდივიდუალური მეწარმე, 44.1%-მა კი ბიზნესი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ფორმით დაიწყო.

“როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 92.6% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 181 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 90 კოოპერატივი, 26 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 12 სააქციო საზოგადოება და 2 საჯარო სამართლის იურიდიული პირი,:- განაცხადეს საჯარო რეესტრში.

ბიზნეს სუბიექტების რეგისტრაციის ზრდა  თებერვალში გაზრდილია როგორც წინა თვესთან შედარებით(50.5%-ით), ასევე, წინა წლის იმავე თვესთან (2.4%-ით) შედარებით. 2016 წლის თებერვლის თვეში წინა თვესთან შედარებით სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 48.1%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 134.6%-ით გაიზარდა. მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით: სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის ზრდა 1.2%-ით და არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის ზრდა 37.6%-ით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები