კულტურულ ღონისძიებებზე დასწრება სიკვდილის რისკს 31%-ით ამცირებს. ამის შესახებ გამოცემები ბრიტანელი მეცნიერების ახალი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით წერენ.
გამოცემის ინფორმაციით, კვლევის ავტორებმა დაახლოებით 70 000 ადამიანის მონაცემით იხელმძღვანელეს და ნაადრევი სიკვდილის რისკის ხარისხი და პიროვნების კულტურული განვითარება შეისწავლეს.
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ 50 წლის ასაკის ადამიანებში, რომლებიც რეგულარულად ესწრებოდნენ კულტურულ ღონისძიებებს, სიკვდილის რისკი 31% -ით მცირდებოდა, ხოლო ვინც თეატრსა და გამოფენაზე წელიწადში ორჯერ მაინც იმყოფებოდნენ, 14% -ით.
მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ კვლევის შედეგები პირდაპირ არ ამტკიცებს ხელოვნების გავლენას სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, მაგრამ ადასტურებენ ფაქტს, რომ კულტურისადმი ინტერესი გონებრივ და ფიზიკურ ჯანმრთელობას აძლიერებს.