LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეატრის საერთაშორისო დღეს, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე აღინიშნა

490
კულტურა

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე, თეატრის საერთაშორისო დღეს, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე აღინიშნა. გაიმართა პერფორმანსი – „ქართული თეატრის ამბავი“.

რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე ნიკოლოზ საბაშვილის რეჟისორობითა და ნიკოლოზ წულუკიძის შესრულებით, ასევე, ანსამბლ „სუხიშვილებთან“, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრსა და მაესტრო ნიკა ნიკვაშვილთან ერთად, გაცოცხლდა საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ქართული თეატრის იდუმალი ამბები და მოგონებები, რომლებიც დროსა და სივრცეში გვამოგზაურებს და ხშირად ფარდის მიღმა რჩება.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობები და მომღერალი კატო კვარაცხელია.

პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

ვიდეო: ნეკა სებისკვერაძე – ძალიან ამაყი ვარ, ჩემი უძვირფასესი მეგობრის შესაძლებლობების კიდევ ერთხელ აღმოჩენით, ნიკოლოზ წულუკიძე, შენ ხარ ჩვენი მაგალითი!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები