LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეატრალურის კვარტეტი 20 წლის გახდა – მომღერლები შვილებთან ერთად ამღერდნენ

380
Untitled

თეატრალურის კვარტეტი 17 დეკემბერს 20 წლის გახდა. ამის შესახებ კვარტეტის წევრებმა რუსთავი2-ის ეთერში, გადაცემაში „შუადღე“ განაცხადეს, სადაც მათ საახალწლო ტრადიციებზე ისაუბრეს და შვილებთან ერთად საახალწლო სიმღერა შეასრულეს.

„ახალ წელს ტრადიციულად გარეთ ვართ, ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, ახალი წელი და 12 საათი ოჯახში არ არსებობს. სახლში შეხვედრას არაფერი სჯობს.

ყოფილა შემთხვევები, როდესაც კონცერტიდან კონცერტზე მიმავალს გზად შევხვედრივართ ახალ წელს, ხანაც მარკეტში გაგვიხსნია შამპანური.

რაც შეეხება ბარბარობას, დღეს მნიშვნელოვანი დღეა, კვარტეტი 20 წლის გახდა. არ გვჯერა, რომ უკვე 20 წელი გავიდა”, – აღნიშნავენ მომღერლები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები