LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი ქორიძე

100
thumbnail

სახელი, გვარი, ზედმეტსახელი…

ქეთი ქორიძე

აღწერე შენი პირველი ეთერი „ფორტუნა პლუსში“ სამი სიტყვით…

ამაღელვებელი, საპასუხისმგებლო, საინტერესო

რის გამო მოგწონს ყველაზე მეტად რადიოში მუშაობა?

მე ძირითადად დილის ეთერი მაქვს, აქეთადან გამომდინარე ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ ჩემი დილა და დღე იწყება მუსიკით, განათებული სტუდიით, სადაც შესვლისთანავე  იმუხტები განსაკუთრებული რითმით, ენერგიითა და განწყობით. მუსიკა,  რომელსაც იმ მომენტში მარტო შენ არ უსმენ და იცი, რომ უამრავი ადამიანი იზიარებს ამ სიამოვნებას შენთან ერთად.

ამოჩემებული უცხოური სიმღერა…

Antony and the Johnsons – Bird Gerhl

რომელიმე ფილმზე თუ გიტირია?

ლარს ფონ ტრიერის „dancer in the dark” –ზე

სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ რადიოეთერში…

უფრო წინადადება მაქვს ამოჩემებული „დილა (დღე)  მშვიდობის, უსმენთ „ფორტუნა+”–ს,  დარჩით ჩვენთან“

რომელია შენი საუკეთესო თვისება?

ალბათ პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა

რომელ მავნე ჩვევას ვერ დაემშვიდობე?

მქონდა მავნე ჩვევა, მოწევა და იმასაც დავემშვიდობე…

ოქროს თევზს რა სამ სურვილს აასრულებინებდი?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება, რადგან მგონია, თუ ხმამაღლა ვიტყვი, არ ამიხდება, თუ მომავალში ამისრულდება აუცილებლად გავუზიარებ ყველას…

სად იმოგზაურებდი სიამოვნებით?

სიამოვნებით ყველაგან ვიმოგზაურებდი, თუმცა, პირველ რიგში პარიზში, იმისთვის რომ ვნახო ლუვრი…

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები