Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
გულბათი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge

LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გულბათი

100
thumbnail

სახელი, გვარი, ზედმეტსახელი …

ლევან გულბათაშვილი (გულბათი)

აღწერე შენი პირველი ეთერი „არ დაიდარდოში“ სამი სიტყვით…

„მფრინავი“, „ბევრხნიანი“ „მჟრჟოლავი“

რის გამო მოგწონს ყველაზე მეტად რადიოში მუშაობა?

ჩემთვის ეს არის ის მომენტი რასაც პირ-ბაგით ვერ გადმოსცემ… რაღაც მისტიური შეგრძნებაა, როდესაც პულტთან ჯდები. რაც მთავარია, ძალიან ბევრ ადამიანს ესაუბრები ერთად და შეგიძლია გააღვიძო კეთილად, დილა გაუმღერო, შუადღე გაუმარტივო და საღამოს განტვირთვაში შენი წვლილი შეიტანო… ზოგადად დღის ნებისმიერი მომენტი გაუხალისო. მჯერა ყველა რადიოწამყვანი გასცემს ბევრ სითბოსა და სიყვარულს. პლუს ამ ყველაფერთან ერთად ბუმერანგის პრინციპით ისევ გიბრუნდება ასმაგად, ათასმაგად და არვ იცი ალბათ განუსაზღვრელად.

ამოჩემებული ქართული სიმღერა…

კი ბატონო მაქვს:) რატომღაც სულ ვღიღინებ გულში, სახლში და სამსახურში „ბულბულო ნაზო ხმატკბილო“ ხანდახან სახალისო მანერით და საშინელი პირის მოძრაობით, რაზეც ჩემი მეგობრები და ზოგადად ჩემი გარსშემომყოფი ადამიანები ძალიან ხალისობენ:)))

რომელიმე ფილმზე თუ გიტირია?

კი მიტირია და თან როგორ… მართალია მორიდებით, თუმცა, მეუღლემ მაინც შემამჩნია 🙂 „უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“

სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ რადიოეთერში…

გაიღიმეთ (მოწოდებით, თუმცა, სიყვარულით და კეთილად…)

რომელია შენი საუკეთესო თვისება?

ალბათ პატიება. არ შემიძლია ადამიანების ადვილად დაკარგვა. ვეპოტინები და ვეძებ ყოველთვის გამოსავალს, თუნდაც ჩემი საძებარი არ იყოს…

რომელ მავნე ჩვევას ვერ დაემშვიდობე?

გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, დავამარცხე ყველა მავნე ჩვევა 🙂 მე ასე ვთვლი…

ოქროს თევზს რა სამ სურვილს აასრულებინებდი?

პირველი სურვილი: ოქროს თევზო მართლა აგვისრულე სურვილები. მეორე: სამზე მეტი გვჭირდება და დაივიწყე ციფრი სამი, არ გაგვიტეხო ძმურად:) მესამე: ჩემს აკვარიუმში იქვირითე:)))

სად იმოგზაურებდი სიამოვნებით?

წარსულში, სადაც უამრავ ჩემ საყვარელ წინაპრებს ვნახავდი, გავიცნობდი და ვეტყოდი: მიუხედავად იმისა, რომ არ გიცნობთ (მიცნობთ), მე თქვენი ძალიან მადლიერი ვარ და იმაზე მეტად მიყვარხართ, ვიდრე ვინმეს ვინმე ყვარებია 🙁 ასევე ვიმოგზაურებდი მომავალში და ჩემ შთამომავლობას ძალიან ბევრს მოვეფერებოდი მოვესიყვარულებოდი. ვეტყოდი, თუ როგორ მაბედნიერებენ ისინი და როგორები მინდა იყვნენ, როდესაც ქვეყანას მოევლინებიან…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები